Preloader image
 

1456
post-template-default,single,single-post,postid-1456,single-format-standard,theme-stockholm,stockholm-core-2.3,woocommerce-no-js,qodef-qi--no-touch,qi-addons-for-elementor-1.6.9,woo-variation-swatches,wvs-behavior-blur,wvs-theme-stockholm-child,wvs-show-label,wvs-tooltip,select-child-theme-ver-1.1,select-theme-ver-9.8,menu-animation-underline,side_area_over_content,,qode_grid_1300,qode_menu_left,qode-mobile-logo-set,qode-single-product-thumbs-below,elementor-default,elementor-kit-260,elementor-page elementor-page-1456
Title Image

ახალი გამოცდილება „ლემფვორქი“

ამერიკიდან ძალიან  ბედნიერი დავბრუნდი. ვხვდებოდი რომ შემდეგ ზაფხულამდე ვერ მოვითმენდი და დავიწყე „ლემფვორკის“ კურსების უფრო ახლოს ძებნა.

და ვიპოვე, 2016 წლის ოქტომბერში უკვე ვიჭექი კერძო სახელოსნოში და ვამზადებიდი მინის მძივებს ღია ცეცხლში.

ლემფვორქი – არის ფუსფუსასთან მუშაობის ტექნოლოგია. როგორც მინის ყველა მიმართულება მას თავისი, სპეციალური ფუსფუსა და ღუმელი სჭირდება. ასევე გამოიყებენა სულ სხვა ფორმატის და კოეფიციენტის მინები. ჩემი სწავლის დროს ვცადე რამოდენიმე ტექნიკა, კერძოდ კი მძივების დამზადება, ამობევრა ფუსფუსის მეშვეობით და ეგრეთწოდებული „გაკაქტიკების“ დამზადება.

ლემფვორკის ტექნოლოგიით არამხოლოდ სამკაულები მზადდება, არამედ სხვა მცირე ზომის ნამუშევრებიც, მაგალითად მცირე ფიგურები, ცხოველები, ადამიანის ფიგურები, ზოგი მხატვარი კი თავის ნამუშევრებში მთელ სამყაროს ქმნის! 

ამის მშვენიერი მაგალითი ცნობილი ამერიკელი პოლ შტანკერდია (Paul Stankard), რომლის ნამუშევრები ქორნინგის მუზეუმში ინახება, რომელზეც უკვე გიყვებოდით წინა ბლოგში და აუცილებლად დავწერ კიდე უფრო ვრცლად მომდევნო ბლოგებში.

მანამდე კი შეგიძლიათ დაათვალიეროთ რა გამომივიდა როდესაც ჩემს თავს „ლემფვორქი“-ს მიმართულებაში ვცდიდი.

 

მადლობა ყურადღებისთვის!