Preloader image
 

ლარნაკი

ერთ ერთი გამოწვევა, რომელსაც მხატვრული მინის დიზაინერები ვხვდებით საქართველოში, არის სივრცული ნამუშევრების შექმნა ამობერვის გარეშე. ამისთვის სხვადასხვა ხერხებისა და ტექნიკების გამოყენება გვიწევს. ბოლო ნამუშევარი მორიგი გამოწვევა იყო თავისი დეტალებით და პარამეტრებით. საბოლოოდ მივიღეთ ასეთი სივრცული, ბევრი დეტალისგან შემდგარი ლარნაკი, რელიეფური სიმბოლოთი და წყლგაუმტარი შიგთავსით. სასიამოვნოა როდესაც ექსპერიმენტის ბოლოს ზუსტად იმ შედეგს იღებ რომელიც წარმოდგენილი გქონდა. მადლობა დამკვეთს ამ შესაძლებლობისთვის და ველოდები ახალ გამოწვევებს.


კორპორატიული “ნაძვის ხეები”

დიდი მადლობა ყველა ორგანიზაციას პავონეს საახალწლო სუვენირების არჩევისათვის .

2023 წლის ნაძვის ხეები ჩვენი ერთგული მომხმარებლისთვის.

ნაძვის ხის სიმაღლე 12 სმ.


ვიტრაჟი “აბსტრაქცია”

თანამედროვე სახლში განთავსებული ვიტრაჟის მთავარია იდეა აბსტრაქტული დიზაინი იყო სადაც წამყვანი როლი ექნებოდა ფერს და არა ფორმას. საბოლოოდ გამოვიდა ასეთი აბსტრაქცია.

ვიტრაჟის ზომა: 29,5*275 სმ

იდეის ავტორი: მარიამ მარქაროვი

შესრულება: ბადრი ექიზაშვილი

ჭიქის სადგამები “სმარტ”

კიდევ ერთი კორპორატიული შეკვეთა.

ამჯერად დავამზადეთ ბრენდირებული ჭიქის სადგამები.

სადგამზე გამოსახულია კომპანია “სმარტ”-ის ლოგო.

შესრულებულია ულამაზესი ლურჯი ფერის მინით, რომელიც შუქზე იცვლის ფერს და საოცრად პრიალებს.

სამწუხაროდ ამ ეფექტის აღბეჭდვა სურათით შეუძლებელი იყო.

ბრენდირებული სადგამი

შეკვეთით დამზადებული სადგამი სავიზიტო ბარათებისთვის.

ნამუშევარი შესრულებულია ფიუზინგის ტექნოლოგიით, ლოგო მოხატულია ხელით.

მადლობა პავონე-ს მომხმარებლებს, რომ გვენდობიან, ყოველთვის მზად ვართ შევქმნათ ახალი და საინტერესო ნამუშევარი სპეციალურად თქვენთვის.

ჭადრაკი

მინის ჭადრაკის შეკვეთა ჩემთვის ერთერთი განსაკუთრებული იყო, რადგან ჩემი ცხოვრების 8 წელი ჭადრაკს ჰქონდა დათმობილი.

ბევრჯერ ვიფიქრე მის შექმნაზე თუმცა გადაწყბვეტილების მიღება გამიჭირდა, რადგან ვიცოდი რომ დიდ დროით და შემოქმედებით რესურსს მოითხოვდა. მაგრამთუ მუჰამედი არ მიდის მთასთან, მთა მიდის მუჰამედთანდა ერთ მოსიყვარულე ენთუზიასტ ადამიანს მოჭადრაკე მეუღლისათვის განსაკუთრებული საჩუქრის გაკეთება მოუნდა. მე კი ამით შანსი მომეცა მრავალი წლის გადადებულ საქმეზე მემუშავა.

როგორც ხელოვანს ყოველთვის მომწონდა დეკორატიული ჭადრაკი, სადაც ყველა ფიგურა ხელოვნების ნიმუში იყო, დიდხანს ვაკვირდებოდი მათ მუზეუმებსა და ინტერნეტში, თუმცა როგორც მოჭადრაკე ვერასდროს ვთამაშობდი ასეთი ფიგურებით. ყოველთვის ყურადღებას მიფანტავდა და მხოლოდ კლასიკურ დაფასთან ვგრძნობდი კომფორტულად თავს.

დიზაინის შერჩევისას ზუსტად ეს იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი, რომ ფიგურები ყოფილიყო მარტივად ცნობადი და კომფორტული სათამაშოდ, რასაკვირველია მინის მხატვრული ღირებულების შენარჩუნებით, მითუმეტეს რომ მომავალი პატრონი მოჭადრაკეა და ზუსტად ვიცოდი რომ იგი მის არამხოლოდ დეკორატიულად არამედ ფუნქციურად გამოყენებასაც აპირებდა.

საბოლოოდ შევარჩიეთ ასეთი მშვიდი, პასტელური პალიტრა.

დაფის ზომა: 40*40 სმ
დაფა შედგება 4 ნაწილისაგან
ყუთის ზომა: 43,5*23*12,5 სმ
ყველაზე მაღალი ფიგურის სიმაღლე: 8 სმ, სიგანე 3,3 სმ
სრული კომპლექტის წონა დაახლოებით 7 კილო.

შეკვეთა „სახლები“

გვინდა გაგიზიაროთ კიდევ ერთი კორპორატიული შეკვეტის შესრულების პროცესი. კერძოდ კი ჩვენი ფერადი, საახალწლო სახლების შექმნის პროცესი…

აღსანიშნავია, რომ თითო სახლი 9 დეტალისგან შედგება, ყველა მათგანი გამოჭრილი, დამუშავებული და აწყობილია ხელით, რაც ყველა ნაკეთობას უნიკალურს ხდის.

დეტალები იწვება ღუმელში 750-850 გრადუსზე, შემდგომ კვლავ ხელით მუშავდება და სახლი საბოლოო სახეს იღებს.

გვინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ კომპანია “დენტონს” ჩვენი სახლების შერჩევისთვის და ქართული სტარტაპების მხარდაჭერისთვის.

ვიტრაჟი „თუთიყუში“

გთავაზობთ კიდევ ერთი ვიტრაჟის აწყობის პროცესს.

ვიტრაჟი დამზადებულია ტიფანის ტექნიკით.

ფერადი მინისგან აწყობილი თუთიყუში კერძო სახლის საძინებელს ალამაზებს.
ზომა: 50*70 სმ

ესკიზის ავტორი და შემსრულებელი მარიამ მარქაროვი.

შეკვეთა „ბურღები“

ძალიან გვიყვარს როდესაც დამკვეთს შემოქმედებითი ხედვა აქვს!

ასეთი ორიგინალური ნაძვის ხის სათამაშო “ბურღი” მოვიფიქრეთ კომპანია “უნიშოპ”-თან ერთად.

კომპანია სტომატოლოგიურ ინსტრუმენტებს აწარმოებს, ჩვენ კი ისინი მინაში გადავიტანეთ და როგორც აღმოჩნდა ძალიან გავახარეთ სტომატოლოგები, რომლებმაც საჩუქრად ასეთი მინის ინსტრუმენტი თავიანთი ინიციალებით მიიღეს

ვიტრაჟი ბუხრის თავზე

კიდევ ერთი პროექტი ინტერიერში.

ჩვენსმიერ შესრულებული ვიტრაჟი მონტაჟის დროს.

ვიტრაჟი შესრულებულია ტიფანის ტექნიკით ინდივიდუალურ შეკვეთით.

დამონტაჟებულია კერძო სახლში ბუხრის თავზე.

ობიექტის დიზაინერი შორენა კორძახია.

შიგნიდან აქვს განათება.

პროექტი შესრულებულია კომპანია Gilardi Studio-სთან ერთად.