Preloader image
 

ძველი თბილისი „აბანოთუბანი“

„აბანოთუბანი“ არის მარიამ მარქაროვის და ნინო მაჭარაშვილის ერთობლივი ნამუშევარი.
ნამუშევრის შესრულების ძირითადი ტექნიკა არის ფიუზინგი, ასევე გამოყენებულია მოზაიკა და მოხატვა.
ნამუშევარი განასახიერებს თბილისის უძველესი უბნის მხატვრულ მაკეტს. თითოეული დეტალი, იქნება ეს სახლი, ფერადი აბანო, ხალიჩები თუ ლამპიონი, არის გამოჭრილი, დამუშავებული და აწყობილი ხელით.
დეტალების უმეტესი ნაწილია დადნობილია ღიმელში 750-850 გრადუსზე.
რასაკვირველია ნამუშევარი არის უნიკალური და განუმეორებელი.
ნამუშევრის ზომაა: 120 x 80 x 90 სმ
ფასი: 25 000 ₾
ხელმისაწვდომია შესაძენად.

კორპორატიული „ანგელოზები“

სავარაუდოდ, ამ ანგელოზებს „პავონე“-ს მომხმარებელი უკვე კარგად იცნობს!
გვინდა გაგიზიაროთ კიდევ ერთი კორპორატიული საჩუქრების შექმნის პროცესი.
ფერადი მინისაგან შექმნილი ანგელოზი დამზადებულია ფიუზინგის ტექნიკით.
თითოეული ანგელოზი 5 ძირითადი ნაწილისაგან შედგება, ყველა მათგანი გამოჭრილი და დამუშავებულია ხელით. გამოჭრის და დამიშავების შემდგომ ის იწვება ღუმელში დაახლოებით 750-850 გრადუსზე. ღუმელიში დადნობის შემდეგ კი კვლავ ხელით მუშავდება და მზად არის ახალ მფლობელთან შესახვედრად!
ანგელოზის ზომა არის: 8*8 სმ
ასევე, გვინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ კომპანია “ნიკორა”-ს, ჩვენი ანგელოზების შერჩევისათვის და ქართული სტარტაპის მხარდაჭერისათვის.

ვიტრაჟი „აფრიკა“

გთავაზობთ კიდევ ერთი ვიტრაჟის ქწყობის პროცესს.
ვიტრაჟი დამზადებულია ტიფანის ტექნიკით.
ფერადი მინისგან აწყობილი თუთიყუში კერძო სახლის საძინებელს ალამაზებს.
ზომა: 50*70 სმ

ვიტრაჟული ჭერი

კიდევ ერთი პროექტი ინტერიერში.
ჩვენსმიერ შესრულებული ვიტრაჟი მონტაჟის დროს და დასრულებულ ინტერიერში.
ვიტრაჟი შესრულებულია ტიფანის ტექნიკით.
ზომა: 3.5 * 1.5 მეტრი
ვიტრაჟი შესრულებულია ინდივიდუალურ შეკვეთით. დამონტაჟებულია კერძო სახლში კიბის ფრაგმენის თავზე.
პროექტი შესრულებულია კომპანია Gilardi Studio-სთან ერთად.

ვიტრაჟი „ფარშევანგი“

ვიტრაჟი ფარშევანგი ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს გავაკეთე.
ის შესრულებულია ვიტრაჟის კლასიკური ტექნიკით და აქვს ტყვიის ტიხრები. ულამაზესი და უფერადესი ვიტრაჟის მფლობელი ნინო ქათამაძე გახდა, რაც ძალიან დიდი სტიმული იყო დამწყები მხავტრული მინის დიზაინერისთვის!
ვიტრაჟის ზომა: 50*70 სმ

ვიტრაჟი „ანგელოზი“

„ანგელოზი“ არის უდიდესი და ულამაზესი ვიტრაჟის დეტალის ასლი, ორიგინალი არის ცნობილი პარიზის ღვთიმშობლის ტაძარში (ფრანგ. Notre Dame de Paris)
ვიტრაჟი შექმნილია ტიფანის ტექნიკით.
ვიტრაჟის ზომა 50*70 სმ.
ის აწყობილია ფერადი მინებისაგან, რომლებიც მოხატულია სეციალური პიგმენტით და დადნობილია ღუმელში.
რამოდენიმე წლის წინ, “ბერი ანდრიას სახელობის ფონდთან” ერთად, ეს ვიტრაჟი გადავეცით საჩუქრად საქართველოს კათალიკოს პატრიარქს ილია II_ს. დღესდღეობით საპატრიარქოს კოლექციაში ინახება.

ვიტრაჟი ბუხრის თავზე

კიდევ ერთი პროექტი ინტერიერში.
ჩვენსმიერ შესრულებული ვიტრაჟი მონტაჟის დროს.
ვიტრაჟი შესრულებულია ტიფანის ტექნიკით ინდივიდუალურ შეკვეთით.
დამონტაჟებულია კერძო სახლში ბუხრის თავზე.
შიგნიდან აქვს განათება.
პროექტი შესრულებულია კომპანია Gilardi Studio-სთან ერთად.

შეკვეთა „ბურღები“

ძალიან გვიყვარს როდესაც დამკვეთს შემოქმედებითი ხედვა აქვს!
ასეთი ორიგინალური ნაძვის ხის სათამაშო “ბურღი” მოვიფიქრეთ კომპანია “უნიშოპ”-თან ერთად.
კომპანია სტომატოლოგიურ ინსტრუმენტებს აწარმოებს, ჩვენ კი ისინი მინაში გადავიტანეთ და როგორც აღმოჩნდა ძალიან გავახარეთ სტომატოლოგები, რომლებმაც საჩუქრად ასეთი მინის ინსტრუმენტი თავიანთი ინიციალებით მიიღეს

ვიტრაჟი „თუთიყუში“

გთავაზობთ კიდევ ერთი ვიტრაჟის ქწყობის პროცესს.
ვიტრაჟი დამზადებულია ტიფანის ტექნიკით.
ფერადი მინისგან აწყობილი თუთიყუში კერძო სახლის საძინებელს ალამაზებს.
ზომა: 50*70 სმ

შეკვეთა „სახლები“

გვინდა გაგიზიაროთ კიდევ ერთი კორპორატიული შეკვეტის შესრულების პროცესი. კერძოდ კი ჩვენი ფერადი, საახალწლო სახლების შექმნის პროცესი…
აღსანიშნავია, რომ თითო სახლი 9 დეტალისგან შედგება, ყველა მათგანი გამოჭრილი, დამუშავებული და აწყობილია ხელით, რაც ყველა ნაკეთობას უნიკალურს ხდის.
დეტალები იწვება ღუმელში 750-850 გრადუსზე, შემდგომ კვლავ ხელით მუშავდება და სახლი საბოლოო სახეს იღებს.
გვინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ კომპანია “დენტონს” ჩვენი სახლების შერჩევისთვის და ქართული სტარტაპების მხარდაჭერისთვის.