Preloader image
 

საქართველოს რუკა

50.00100.00

გასუფთავება

ხელნაკეთი მინის რუკა დამზადებულია ფერადი მინისაგან ფიუზინგის ტექნიკით.

ის მოხატულია სპეციალური მინის საღებავით, რომელიც მაღალ ტემპერატურაზე დნობისას შედის მინის სტრუქტურაში და ხდება მისი განუყოფელი ნაწილი.

რუკის დეტალები იჭრება და მუშავდება ხელით, შემდგომ დნება ღუმელში და გამოწვის შემდგომ კვლავ მუშავდება ხელით.

ის  არაჩვეულებრივი საჩუქარია თქვენი ოჯახის წევრებისათვის და ახლობლებისთვის, განსაკუთრებით კი უცხოელი სტუმრებისთვის.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ნამუშევარი ხელნაკეთია შესაძლებელია ნამუშევარი ოდნავ განსხვავდებოდეს სურათისაგან.

დიდის ზომა: 32*22 სმ

პატარის ზომა: 25*13 სმ

შეგახსენებთ, რომ რუკა ხელმისაწვდომია ორ ზომაში.

რასაკვირველია, ყველა ჩვენს ნამუშევარს აქვს თავისი სასაჩუქრე შეფუთვა!

გადახდა

შერჩეული ნამუშევრის შეძენა შესაძლებელია შეკვეთის გაფორმებით.

გაფორმებისას გთხოვთ ყურადღებით შეავსოთ თქვენი მონაცემები, განსაკუთრებით საკონტაქტო ინფორმაცია და მისამართი.

შეკვეთის გაფორმებისთანავე თქვენ მიიღებთ მეილს და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირებათ. გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ შეკვეთის დასამზადებლად შესაძლებელია დაგვჭირდეს 3-7 დღე. 

ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში შეძენამდე შეგიძლიათ დაგვიკავშირეთ ნომერზე: 598604337

მოგვწეროთ სოციალურ ქსელებში ან ჩვენს ელ.ფოსტაზე: info@pavone.ge

გადახდა შესაძლებელია როგორც გადარიცხვი ასევე ნაღდი ანგარიშსწორებით.

მიწოდება

მიწოდების პირობები: 

საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერ წერტილში ნივთის მიწოდების ვადებია 1-დან 7 სამუშაო დღემდე, გამომდინარე იქედან თუ საქართველოს რომელ რეგიონში იმყოფება ადრესატი.

ასევე ყველა მომხმარებელს შეუძლია თავად მობრძანდეს სტუდიაში შერჩეული ნამუშევრის წასაღებად.

სტუდიის მისამართი: დიდი დიღომი, მე-3 მიკრო-რაიონი.

მიწოდების ღირებულება: 

შეძენილი ნამუშევრების მიწოდების ღირებულება იწყება 4 ლარიდან და არ აღემატება 12 ლარს – გამომდინარე იქედან, თუ საქართველოს რომელ რეგიონში იმყოფებით.

მიწოდების ღირებულების განულება: 

მიწოდება საქართველოს ნებისმიერ რეგიონში უფასოა, თუკი შენაძენი აღემატება 150 (ას ორმოცდაათ) ლარ

ნამუშევრების უკან დაბურნების პოლიტიკა:

ნამუშევრის უკან დაბრუნება დასაშვებია მის მიღებიდან მაქსიმუმ 5 სამუშაო დღეში, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი მას აღმოაჩნდება რაიმე ტიპის ტექნიკური წუნი.